დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ჯახუტაშვილი | ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა, ვერც ერთი მსხვილი ყაზახური საწარმო ვერ მოვატრიალეთ საქართველოს მიმართულებით

გიორგი ჯახუტაშვილი | ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა, ვერც ერთი მსხვილი ყაზახური საწარმო ვერ მოვატრიალეთ საქართველოს მიმართულებით

2022-12-21 06:51:05

ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა, ვერც ერთი მსხვილი ყაზახური საწარმო ვერ მოვატრიალეთ საქართველოს მიმართულებით, - ასე გამოეხმაურა შუა გაზის დერეფნის განვითარების პერსპექტივებს გადაცემა „ბიზნეს სტანდარტში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჯახუტაშვილი. მისი განმარტებით, შუა დერეფანს არამხოლოდ ეკონომიკური ფუნქცია აქვს, არამედ უკვე პოლიტიკურიც.

 

„2022 წლის თებერვლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე შევქმენით ორგანიზაცია და ჩვენი მიზანი იყო გაგვეაქტიურებინა ყველა შესაძლებლობა, რაც შეიძლებოდა ყაზახეთის მხრიდან და შუა აზიიდან საქართველოს მისცემოდა. ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა, ვერც ერთი მსხვილი ყაზახური საწარმო, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, ვერ მოვატრიალეთ საქართველოს მიმართულებით. მათი მხრიდან პასუხი იყო, რომ იმდენი დრო და ენერგია იყო დასახარჯი ამ მიმართულებით, დერეფნის განვითარებაზე, რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია ამაზე ფიქრიო. პოლიტიკურადაც არ იყო მაღალ დონზე საკითხი აყვანილი და ბიზნესი ამას ისე ვერ გადაწყვეტდა. ამ კონფლიქტმა ის გააკეთა, რომ ყაზახეთის ახალმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ გზაზე. ძალიან მწარედ მიიღეს ის გაკვეთილი, რომ კონფლიქტიდან ძალიან მალევე რუსეთმა ყაზახეთს ფაქტობრივად დასაცინი მიზეზებით შეუჩერა ნავთობის გადაზიდვა.

 

ამ ფონზე შუა დერეფანს არამხოლოდ ეკონომიკური ფუნქცია აქვს, არამედ უკვე პოლიტიკურიც. ყაზახეთის ინიციატივას გამოეხმაურა აზერბაიჯანი და საქართველოს და დაიწყო პირდაპირი დისკუსია“, - განმარტავს გიორგი ჯახუტაშვილი.

 

როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, ეს გეოგრაფიული შესაძლებლობა ახლა არ აღმოჩენილა, თუმცა ის გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომელიც დღეს დადგა, რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომის გამო, ფაქტობრივად გააცოცხლა ყველა ის წინა სურვილი და მონდომება, რაც მანამდე იყო.

 

„ცხადია, რომ აზიიდან და შუა აზიიდან ევროპისკენ და ევროპიდან შუა აზიისკენ, ეს არის ორი დიდი მსყიდველუნარიანი ბაზრები, მიედინება ტვირთები და ეს რაღაცა ფორმით უნდა მოხდეს ერთი ბაზრიდან მეორე ბაზარზე და მეორე ბაზრიდან პირველზე და ასე შემდეგ. აქ რამდენიმე ტიპის დერეფანია. ერთი დერეფანია ჩრდილო დერეფანი, რომელიც არის საკმაოდ მარტივი დერეფანი ინფრასტრუქტურულად, რადგანაც ნებისმიერი ევროპული ქვეყნიდან რუსეთის რკინიგზით ან სამანქანო გზის გავლით შესაძლოა ტვირთი მოხვდეს ყაზახეთიდან შუა აზიის თუ აზიის ნებისმიერ ქვეყანაში. ერთი ქვეყანაა გასავლელი, ერთ ინფრასტრუქტურასთანაა მოსალაპარაკებელი, გადასახდელია ერთი ტარიფი. 90-იანი წლების შემდეგ შიდა არეულობებმა, რეგიონის კონფლიქტებმა ის დერეფანი რასაც ეწოდება შუა დერეფანი და რაც გულისხმობს ყაზახეთიდან შუა დერეფნის გავლას კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს და შემდგომ შავი ზღვით დაკავშირებულ თურქულ თუ ევროპულ ბაზრებთან ამ დერეფნის განვითარებას ხელი ვერ შეეწყო, თანაბარწილად. შესაბამისად ეს დერეფანი სრული ინფრასტრუქტურის ჩათვლით, თავისი სერვისებითაც და ინფრასტრუქტურული პროცესებითაც ეს არის პორტები, რკინიგზა, სამანქანო გზები, საბაჟო გამშვები პუნქტები და მთელი ეს პროცედურები რა თქმა უნდა რთული გასავლელია. მრავალნაბიჯიანი პროცესია, რადგანაც ბევრი მონაწილე  მხარეა. 

 

მაგრამ ეს პროცესი შუა აზიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკვე გახდა 2000-იან წლებში და ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ეს პოლიტიკა განავითარა. მათი პოლიტიკა იყო ასეთი, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეხანის პროექტი იყო აზერბაიჯანული ნავთობისთვის მნიშვნელოვანი გამტანი არხი დასავლურ ბაზრებზე. შესაძლოა ნავთობი გქონდეს, რომ მაგრამ ამ ნავთობს გაყიდვა უნდა და რომ გაყიდო უნდა გადაზიდო. ამ პროცესში ყაზახეთს თავისი პოვნა უნდოდა, სამწუხაროდ მაშინ ამ მილის ინიციატივა არ იყო და იყო გარკვეულწილად სავაგონო გადაზიდვები, და ამისთვის ყველაზე ადაპტირებული იყო ბათუმის ნავთობტერმინალი. მაშინ დაიწყო შუა დერეფანთან დაკავშირებული პროცესები, რათა გამოყენებული ყოფილიყო ეს მარშრუტი დასავლეთთან დასაკავშირებლად. 2006 წელს მათ იყიდეს ნავთობტერმინალი, გააკეთეს აქ ინვესტიცია, მმართველობაში აიღეს ბათუმის პორტი. ნავთობკომპანია „რომპეტროლი“ იყიდეს რუმინეთში, მოვიდნენ საქართველოში და ბანკის ფილიალი გახდეს - ხალიკ ბანკი მათი ფილიალია და მათი მეშვეობით დაახლოებით მილიარდამდე სესხია გაცემული. ანუ მსხვილი კონტრიბუცია გააკეთა ყაზახეთმა საქართველოში. 2008 წელს დაგეგმილი იყო ფოთის ფორტში გარკვეული ინვესტიციები. ყაზახეთი გეგმავდა რამდენიმე ტიპის პროდუქციის ექსპორტს, ეს იყო ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი. ეს არის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ყაზახეთის. შემდეგ არის რკინა და სხვადასხვა ფერადი მეტალები, იმიტომ რომ ყაზახეთის არის რიგით მეცხრე მსოფლიოში 

 

ყაზახეთის არის სიდიდით მეცხრე მსოფლიოში სადაც მენდელეევის სრული ტაბულაა. ეს ნედლეული მოიხმარება უკვე ჩინეთსა და ევროპაში, სადაც გადამუშავება ბევრია. სავაგონო პარკი და სავაგონო ქსელი სსრკ-ს დროინდელი რაც ყაზახეთს აქვს, მათ შორის ჩვენ რაც გაქვს ის თავსებადი არ არის ევროპასთან. ევროპას სულ სხვა ზომის ინფრასტრუქტურა აქვს და ხდება ამ თემის გადალაგება ბალტიისპირეთის პორტებში და პოლონეთში. მოკლედ ეს იყო სტრატეგია, ყაზახეთს უნდოდა თავისი ტვირთები და ხორბალი მიეწოდებინა დასავლური ბაზრებისთვის და უკვე ფოთში იგეგმებოდა ხორბლის ტერმინალის გაკეთება“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.

 

როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, დღეს საქართველო მარცვლეულზე პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთზეა დამოკიდებული და მარცვლეული არის სურსათის უსაფრთხოების პროდუქტი.

 

„95%-ი შემოგქონდეს იმ ქვეყნიდან საიდანაც დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები გაქვს რა თქმა უნდა პრობლემაა და თუ ყაზახეთის განახორციელებს თავისი ტვირთის დასაწყობებას შემდგომ თურქეთზე და სხვა ევროპულ ქვეყნებში რეალიზაციის მიზნით, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ დაზღვევის ბალიში ყოველთვის გაქვს აქვე“, - აღნიშნა ჯახუტაშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები