დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Guria Fish Farming-ი ნორვეგიული ორაგულის რეალიზაციას ივლისის ბოლოდან დაიწყებს

Guria Fish Farming-ი ნორვეგიული ორაგულის რეალიზაციას ივლისის ბოლოდან დაიწყებს

2023-04-19 17:30:31

კომპანია Guria Fish Farming-ი ადგილობრივ ბაზარზე ნორვეგიული ორაგულის რეალიზაციას ივლისის ბოლოდან დაიწყებს.

როგორც „ბიზნეს ინსაიდერთან“ Guria Fish Farming-ის დირექტორმა ვანო დობორჯგინიძემ განაცხადა, ივლისის ბოლოს ბაზარს ნორვეგიული ორაგულის პირველ საცდელ პარტიას შესთავაზებს.

მისი თქმით, სწორედ ივლისისთვის მაღწევენ ორაგულები სარეალიზაციო წონას. მიმდინარე წელს Guria Fish Farming-ის მიერ ბაზარზე გამოტანილი ორაგულის საშუალო წონა 5 კგ იქნება.

„ისინი ჯერ კიდევ იზრდებიან, რომლების თავის წონას უკვე მომავალ წელს მიაღწევენ. რეალურად ის ორაგულები, რაც დღეს გვყავს მომავალი წლისთვისაა გათვლილი. უბრალოდ წელს პირველი პროდუქცია იქნება შემოთავაზებული“, - აცხადებს Guria Fish Farming-ის დირექტორი. 

თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, განიხილება, რომ სამომავლოდ ბაზარს 2,5 კგ-იანი ორაგული შესთავაზონ, ბაზრის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მოთხოვნა 2-2,5 კგ-იან ორაგულებზეცაა. 

თუ კი კომპანია საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გაყიდვაში 2-2,5 კგ-იანი ორაგულები გამოიტანოს, მაშინ როგორც Guria Fish Farming-ის დირექტორი აცხადებს, ამ შემთხვევაში წარმოების სქემა შეიცვლება. 

Business Insider Geowrgia-ს კითხვაზე, ამ გზით წასვლა Guria Fish Farming-ს მოგების მარჟას ხომ არ შეუმცირებს, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ „ერთმანეთს შეავსებს“.

„ამოკლების პრინციპი ჰქვია ამას, აუზის განთავისუფლების და ამ კუთხით კომპანია ზარალზე თავისთავად არ წავა. ვფიქრობთ, რომ თუ კი ბაზრიდან რეალური დაინტერესება იქნება, გასაყიდად 2 კგ-იანი ორაგულიც გამოვიტანოთ“, - განმარტავს  ვანო დობორჯგინიძე.

რაც შეეხება  ნორვეგიული ორაგულების რეალიზაციას და ფასს, Guria Fish Farming-ი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც ჰორეკა სექტორთან ასევე სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ფასების კვლევა.

Guria Fish Farming-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მოთხოვნის მიხედვით წელს შესაძლოა 50 ტონა ორაგულის ამოყვანა მოხდეს.

„ექსპორტზე გასვლას განვიხილავთ, არის კონკრეტული ქვეყნებიდან შემოთავაზებები. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ რეალიზაციის პრობლემა არ შეგვექმნება. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუ იაპონიის ბაზარზე შევალთ. ეს არის ჩვენი მიზანი. იაპონია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირებულების კუთხით და მოთხოვნაც მაღალია.

ჩვენი წარმოება, იმდენად ფართომასშტაბიანი იქნება, რომ არჩევანის წინაშე დადგომა ადგილობრივი ბაზარი მოვამარაგოთ თუ ექსპორტზე გავიდეთ - ეს არჩევანი არ დაგვიდგება. ჩვენ ადგილობრივ ბაზარს მთლიანად შევავსებთ და შემდეგ გავიტანთ ექსპორტზე. “, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

Guria Fish Farming-ის ხელმძღვანელის თქმით, პირველ ეტაპზე იგეგმება, რომ ბაზარს 700 ტონა ორაგული მიაწოდონ, ხოლო საბოლოო ჯამში Guria Fish Farming-ი გათვლას 5000 ტონაზე აკეთებთ. 

ნორვეგიული ორაგულების შეთავაზება ბაზრისთვის კი ფრეშის სახით მოხდება. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, Guria Fish Farming-ის დირექტორის თქმით, ის 12 მლნ ლარს შეადგენს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები