დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰორეკა სექტორში ყველა კატეგორიის კადრი დეფიციტურია - ლევან კობიაშვილი

ჰორეკა სექტორში ყველა კატეგორიის კადრი დეფიციტურია - ლევან კობიაშვილი

2023-04-27 17:00:09

 

პანდემიის პერიოდში ჰორეკა სექტორში დაწყებული კადრების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარებას სწორედ ეს პრობლემა აფერხებს და სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს.

საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ბრენდ შეფი ლევან კობიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ კადრების დეფიციტის გამო გასტროტურიზმი საქართველოში შესაძლოა, პრობლემის წინაშე დადგეს.

„ერთი შეხედვით, პანდემიური კრიზისი დავძლიეთ, სექტორი გამოცოცხლებას იწყებს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, სიტუაცია არ გამოსწორებულა. სარესტორნო ბიზნესში დღე პერსონალთან დაკავშირებით იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ვერც კი წარმომიდგენია, რა მოაგვარებს.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, კადრების გადინება, რის ტენდენციაც ჯერ კიდევ პანდემიისას დაიწყო. გადინება, ფაქტია ისიც, რომ არ უნდათ მუშაობა და სხვა. პანდემიის გამო ბევრმა ადამიანმა პროფესია შეიცვალა, ჰორეკა დაკეტილი იყო და სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი უმეტესობა სხვა დარგში დასაქმდა ან ქვეყნიდან წავიდა. ბევრი ფაქტორია, რამაც სექტორზე ცუდად იმოქმედა. როცა რესტორანს პერსონალი არ ჰყავს, როგორ განვითარდეს, ამიტომ გვაქვს ასეთი ჩამორჩენა", - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

მისი თქმით, ტურიზმისთვის, გარდა გასტრონომიული პრობლემისა, დიდი გამოწვევაა ინფრასტრუქტურა, რამაც შეიძლება მოთხოვნაზე ცუდად იმოქმედოს.

„ტურისტული ინფრასტრუქტურა დღეს სტანდარტს ვერანაირად ვერ პასუხობს. ეს არ ეხება მხოლოდ გასტრონომიას, ყველგან ჩავარდნაა. ელემენტარულად საპირფარეშოების საკითხი ვერ მოგვარდა რეგიონებში, ამ მხრივ საშინელი სიტუაციაა.

როგორმე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ ტურისტების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს გასტროტურიზმით არის დაინტერესებული. რაც შეეხება უშუალოდ სარესტორნო სფეროს, როგორც ვახსენე, კადრების კუთხით ძალიან გვიჭირს. ეს ეხება ყველა კატეგორიის თანამშრომელს - დამლაგებელს, ჭურჭლის მრეცხავს, მიმტანს, ბარმენს, მზარეულსა და სხვა, ყველა დონეზე პრობლემაა, რაც ანალოგიურად ჩემს რესტორანსაც შეეხო.

მაგალითისთვის გეტყვით, 4 თვეა, დამლაგებელს ვეძებ რესტორანში და ვერ ვიშოვეთ", - ამბობს კობიაშვილი.

რესტორან „დერგში“, რომლის დამფუძნებელიც ლევან კობიაშვილია, ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა რესურსი გაცილებით მეტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები