დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზრდება - საბიუჯეტო ოფისი

I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზრდება - საბიუჯეტო ოფისი

2023-02-24 19:16:20

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იანვარ-მარტში 7.2%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. 

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, მშპის მოსალოდნელი ზრდა 2023 წლის პირველ კვარტალში განპირობებულია წინა წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით.

„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის საბაზისო ეფექტი მაღალი იყო (2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 15.0%-ით), ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კვლავ გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა 2022 წლის IV კვარტალში. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2022 წლის IV კვარტალში საშუალო რეალური ზრდა 9.5%-ით განისაზღვრა.

საბიუჯეტო ოფისის 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით:

  • ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 2.9-ჯერ გაიზრდება (2019 წლის პირველ კვარტლის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 1.1-ჯერ მეტი). ამავე დროს გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც.
  • ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა.
  • გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ისე ინვესტიციების მოცულობა, რაც განაპირობებს მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ დადებით ტემპს.
  • მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდაც.
  • მთავრობის საინვესტიციო აქტივობების ზრდასთან ერთად, გაზრდილი მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც. 
  • გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაიზრდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც.

აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში იმპორტის მოცულობა უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი -1.4%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და მშპ-ის ცვლილებას 8.6%-ული პუნქტით განაპირობებს*.

საბიუჯეტო ოფისის მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტლის ეკონომიკური ზრდის შეფასებაში წმინდა ექსპორტი 11.9%-ული პუნქტით, ხოლო აბსორბციის კომპონენტი -2.4%-ული პუნქტით განისაზღვრა“, -  ნათქვამია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები