დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარ-მარტში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

იანვარ-მარტში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

2023-04-13 14:48:24

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს აეროპორტები 1 050 864 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 3%-ით აღემატება.

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713 660 მგზავრს მოემსახურა.

ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ს შეადგენს.

ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 89%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილია 253 073 მგზავრი.

მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის პირველ კარტალთან შედარებით 108%-ს შეადგენს.

ამასთან, იანვარ-მარტში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 61%-ით აღემატება აეროპორტის მიერ, 2019 წლის პირველ სამ თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 77 077 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 13%-ია, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტთან მიმართებაში 49%-ი.

მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში.

მესტია 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 2 494 მგზავრს მოემსახურა, რაც 77%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 100%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის პირველ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ამბროლაურის აეროპორტმა 254 მგზავრი მიიღო, რაც 9%-ით ნაკლებია, 2022 წლის იანვარ-მარტში მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 30%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.

2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 231%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალთან მიმართებაში ზრდა 183%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 306 მგზავრს მოემსახურა.

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 802-ს, ხოლო ჩარტერების - 1 037-ს.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.

Нет описания фото.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები