დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში, ეკონომიკა 8.4% -ით გაიზარდა

იანვარში, ეკონომიკა 8.4% -ით გაიზარდა

2023-02-28 11:06:34

საქსტატის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • მშენებლობა,
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები,
  • ტრანსპორტი და დასაწყობება,
  • ვაჭრობა,
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია,
  • სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიეროტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები