დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

იანვარში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

2023-02-09 11:21:38

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა  1,60 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,20 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,40 ათასი ტონა) შედარებით.

იანვრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთიდან ( 0,39 ათასი ტონა) განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 24,4%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: ირანი - 0,29 ათასი ტონა (18,1%); გერმანია - 0,10 ათასი ტონა (6,3%), აზერბაიჯანი - 0,10 ათასი ტონა (6,3%); და სხვ.

2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 7,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,1ათასი ტონით ანუ 36,2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,8 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 57% (4,5 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, 29,1% (2,3 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 13,9% (1,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან განხორციელდა.


მსგავსი სიახლეები