დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმპორტირებული ყველისა და ხაჭოს 52% საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის

იმპორტირებული ყველისა და ხაჭოს 52% საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის

2023-04-11 10:00:37

2023 წლის ორ თვეში საქართველომ 771.71 ტონა ყველი და ხაჭო იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 33%-ით ზრდას აჩვენებს.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 579.36 ტონა ყველის და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. 

2023 წლის იანვარ-თებერვალი ქვეყანაში იმპორტირებული ყველის და ხაჭოს საერო ღირებულებამ კი 4,336.31 ათასი დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის ყველაზე მეტი რაოდენობა,  26%-ი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე გერმანია, საიდანაც ქვეყანამ მთლიანი იმპორტის 15%-ი განახორციელა. 

რაც შეეხება წლიურ ჭრილში იმპორტს, ბოლო 14 წლის რეკორდი 2022 წელს მოიხსნა, რა დროსაც ქვეყანამ 21,361.35 ათასი დოლარის ღირებულების 4,376.69 ტონა პროდუქცია იყიდა, რაც 21%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებლებზე. 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ყველისა და ხაჭოს საერთო მოცულობის 19%-ი საქართველოში თურქეთიდან, 18%-ი რუსეთიდან და 17%-ი გერმანიიდან შემოვიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ყველისა და ხაჭოს 52%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები