დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინდონეზიაში, ჯაკარტაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

ინდონეზიაში, ჯაკარტაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

2023-03-20 13:06:11

ჯაკარტაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

სალეჩოს ინფორმაციითვე,  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული წითელი და თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები, ასევე ალკოჰოლური სასმელები და ქართული სამზარეულო.

ქართული ღვინის საღამოს მიზანი კი ინდონეზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, ასევე, საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი იასონა ლაოლი, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, მედიის და ჯაკარტას დიპლომატიური ღვინის კლუბის წარმომადგენლები.

ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად ინდონეზიაში ქართული ღვინო 2021, 2019 და 2009 წლებში გავიდა, ისიც მიზერული რაოდენობით.

2021 წელი - 0.02 ტონა,

2019 წელი - 0.09 ტონა,

2009 წელი - 0.01 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

31 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები