დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინვესტიციები სექტორულად გაიზარდა - სოსო ბერიკაშვილი

ინვესტიციები სექტორულად გაიზარდა - სოსო ბერიკაშვილი

2023-03-10 20:57:47

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia-თან საქართველოში ინვესტიციების ზრდის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

ეკონომისტის შეფასებით, საქართველოში ინვესტიციები სექტორულად გაიზარდა. 

„ვფიქრობ, ინვესტიციები სექტორულად უფრო გაიზარდა. 2022 წელი კარგად დაიწყო. მარტშივე ქვეყანაში შემოვიდა მსხვილი ინვესტიცია. კერძოდ, კომპანია GWP-ში ესპანეთიდან $200 მილიონის კაპიტალდაბანდება განხორციელდა.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გეოპოლიტიკური ვითარება რთულია, უკრაინაში ომია. საქართველოში შედარებით სტაბილური ვითარებაა. შესაძლოა, ამის გამო ინვესტიციების გარკვეული ნაკადი ჩვენკენ წამოვიდა.

დეველოპერულ სექტორში წახალისდა ინვესტიციებით, მათ შორის მიგრანტების შემოსვლის შემდეგ.

რაც შეეხება საფინანსო სექტორს, ყოველთვის იყო ლიდერი ამ პოზიციაზე, რადგან ამ სეგმენტში ბრუნვა დიდია და საფინანსო სექტორის გავლით ხდება სხვა სექტორების დაფინანსება“, - ამბობს ბერიკაშვილი.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ინვესტიციების მოცულობა სექტორულად ასე გადანაწიოლდა: 

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 526.4 მილიონი დოლარი;
  • უძრავი ქონება - 406.9 მილიონი დოლარი;
  • წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 197.0 მილიონი დოლარი;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 173.1 მილიონი დოლარი;
  • ენერგეტიკა - 149.1 მილიონი დოლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 141.0 მილიონი დოლარი;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 130.4 მილიონი დოლარი;
  • მშენებლობა - 91.1 მილიონი დოლარი;
  • ტრანსპორტი - 81.7 მილიონი დოლარი;
  • ვაჭრობა - 40.8 მილიონი დოლარი;
  • სასტუმროები და რესტორნები - 31.5 მილიონი დოლარი;
  • განათლება - 10.5 მილიონი დოლარი;
  • ადმინისტრაციული საქმიანობები - 9.8 მილიონი დოლარი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 7.7 მილიონი დოლარი;
  • სოფლის მეურნეობა - 6.0 მილიონი დოლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 2.0 მილიონი დოლარი;
  • პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - კლება 0.9 მილიონი დოლარი.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები