დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინვესტორი შედის იმ სექტორში, სადაც მაღალი უკუგება ფიქსირდება - ევა ბოჭორიშვილი

ინვესტორი შედის იმ სექტორში, სადაც მაღალი უკუგება ფიქსირდება - ევა ბოჭორიშვილი

2023-03-14 16:00:41

Business Insider Georgia-თან Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორი ევა ბოჭორიშვილი საქართველოში 2022 წელს შემოსული ინვესტიციების ფაქტორებს აფასებს. 

მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციების ზრდა გამოიწვია როგორც რეინვესტირებამ, ასევე სააქციო კაპიტალის ზრდამ.

ინვესტიციების ზრდის განმაპირობებელი იყო მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომლის შედეგადაც კომპანიებს გაეზარდათ მოგება და ამ თანხების რეინვესტირება მოახდინეს.

ამასთან სააქციო კაპიტალში ინვესტიციების ზრდა ასევე უკავშირდება მიმზიდველ ეკონომიკურ გარემოს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტის ფონზე“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, 2022 წელს ინვესტიციები გაიზარდა, როგორც ნომინალში, ისე მშპ-თან მიმართებით და 8.1% შეადგინა, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ჭარბ ინვესტირებას, ბოჭორიშვილი ამ ფაქტს სექტორების მიმზიდველობას უკავშირებს.

„ინვესტორი შედის იმ სექტორში, სადაც ინვესტიციებზე მაღალი უკუგება ფიქსირდება, და ეს სექტორები ამ მხრივ მიმზიდველია“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ინვესტიციების მოცულობა სექტორულად ასე გადანაწიოლდა: 

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 526.4 მილიონი დოლარი;
  • უძრავი ქონება - 406.9 მილიონი დოლარი;
  • წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 197.0 მილიონი დოლარი;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 173.1 მილიონი დოლარი;
  • ენერგეტიკა - 149.1 მილიონი დოლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 141.0 მილიონი დოლარი;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 130.4 მილიონი დოლარი;
  • მშენებლობა - 91.1 მილიონი დოლარი;
  • ტრანსპორტი - 81.7 მილიონი დოლარი;
  • ვაჭრობა - 40.8 მილიონი დოლარი;
  • სასტუმროები და რესტორნები - 31.5 მილიონი დოლარი;
  • განათლება - 10.5 მილიონი დოლარი;
  • ადმინისტრაციული საქმიანობები - 9.8 მილიონი დოლარი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 7.7 მილიონი დოლარი;
  • სოფლის მეურნეობა - 6.0 მილიონი დოლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 2.0 მილიონი დოლარი;
  • პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - კლება 0.9 მილიონი დოლარი.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები