დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

2023-03-14 15:57:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შერჩეული წარმომადგენლობისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა უნდა წარადგინოს.

შეხვედრაზე განიხილეს, რა პრიორიტეტები და მიზნები უნდა მოიცვას სამოქმედო გეგმამ და, ზოგადად, როგორი შეიძლება იყოს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესი. აქვე ხაზი გაესვა ახალი უცხოელი ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.

შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი ელა ტრედი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდა აგრეთვე კომპანია Kaiser Partner-ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილა ქავენგი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები