დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

2023-02-23 17:28:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.

ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები