დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

2023-02-12 20:34:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მას არაბთა გაერთიანებული საამიროების ადამიანური რესურსების და ემირატიზაციის მინისტრი აბდულრაჰმან ალ ავარი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. 

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები