დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ქარქაშაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების მიზნით AIR SERBIA-ს შეხვდა

ირაკლი ქარქაშაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების მიზნით AIR SERBIA-ს შეხვდა

2023-02-23 15:51:26

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ფორუმის მეორე დღეს თბილისის  საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით შეხვედრა გაიმართა AIR SERBIA-თან.

,,სერბეთი ჩვენი ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებაა. ვხედავთ რომ, სერბი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ეტაპობრივად იზრდება. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 82%-ით აღდგა და 2021 წელთან შედარებით 87%-ით იმატა. რაც შეეხება სერბეთიდან მგზავრთნაკადს, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 2021 წელთან შედარებით 107%-იანი მატება გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქებს შორის იყოს პირდაპირი საჰაერო კავშირი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე მეტი ტურისტული ნაკადებისთვის, რისთვისაც ძალისხმევას არ ვაკლებთ,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ქალაქ ტანჟერში მიმდინარე საავიაციო ფორუმის მეორე დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა შეხვედრები გამართა PEGASUS AIRLINES-თან, TURKISH AIRLINES-თან,  SAUDIA-ს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები