დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ხიდის დაზიანებული ბურჯისა და ჩაწოლილი მონაკვეთის შესწავლა უკვე დაწყებულია

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ხიდის დაზიანებული ბურჯისა და ჩაწოლილი მონაკვეთის შესწავლა უკვე დაწყებულია

2023-02-22 17:23:50

„სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ ლოტზე, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, დაზიანდა მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩაწოლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მთავარია,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მშენებარე ხიდის დაზიანებული მონაკვეთის ადგილზე დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია ხიდის დაზიანების მიზეზების შესწავლა.

„ჩართულია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამსახური, ექსპერტები, ინჟინრები, რათა დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ბუნებრივია, შესწავლის შედეგად, მიზეზებიდან გამომდინარე, უკვე განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი.

მდინარე რიონის წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება დაზიანებული და ჩაწოლილი მონაკვეთის სპეციალური შესწავლა.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გზის ეს მონაკვეთი გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები