დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისანში, გზის მოწყობის გამო 7500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

ისანში, გზის მოწყობის გამო 7500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

2023-04-01 09:53:17

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ისნის რაიონში – მეტრო სადგურ "ისანთან"  თბილისის მერიის  მიერ გზის კეთილმოწყობის -უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო,  კვირას - 2 აპრილის 10.00 სთ-დან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 7500-მდეაბონენტს.

კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება : ქ. წამებულის გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-შიმდებარე საცხოვრებელი კორპ.   1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9),  2 (ბერი გაბრიელსალოსის გამზ. 11),  3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 13),   4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 15)  5 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 17),   ჩოლოყაშვილის  ქ. 57-1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 37), 57-2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 41), 57-3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 35), 57-4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 39), ჩოლოყაშვილის ქ. 1/1 (გაბრიელ სალოსის გამზ. 3), ჩოლოყაშვილის ქ. 1/2 (გაბრიელ სალოსის გამზ. 5), ჩოლოყაშვილის ქ. 1/3-ში  (გაბრიელსალოსის   გამზ. 1), ჩოლოყაშვილის ქ.  1-7/1 (მიხეილ აბრამიშვილის ქ. 37), ჩოლოყაშვილის  II კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ.   2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 45) - (ზის გმპ # 438-ზე) ჩოლოყაშვილის ქ. 48ა (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 48ე), ბერი გაბრიელ სალოსის მოედ. 3-ში მდებარე შპს ,,ასორტი გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ბაღდადის(რიჩარდ-ჰოლბრუკის), ნავთლუღის ქ. 10-ში მდებარე შპს ,,პრაიმ არქი”-ს საცხოვრებელიკომპლექსის,  ნავთლუღის ქ. 33-ში მდებარე შპს ,,ჯი ემ თი”-ს, საექიმოს გასავალის (ვლ. ლობჟანიძის), სოლომონ დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ბაღდადის (რიჩარდჰოლბრუკის), ჰოსპიტალის შეს-ის, სამხედრო ქალაქის, ასევე ლერწმის ქ. 1-ში მდებარე შპს,,თბილისი ჰაუსი”-ს,  მეგობრობის, წერნაკის, II, III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, ორთაჭალის ტურფის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის(არტურ ლაისტის    ქ. 3, 5, 6, 7, 9, 11-ის კორპუსების მოსახლეობა), არტურ ლაისტის ქ. 4-შიმდებარე შპს ,,ტიფლისი”-სა და შპს ,,ორთაჭალის თაუერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების,

ასევე მიმდებარედ - ნიკოლა ბაჟანის, მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის მეგობრობის, აჰმედ ჯავადის,  მიხეილ აბრამიშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის, მეგობრობის, ბერი გაბრიელსალოსის გამზ-ზე, მალხაზოვის შესახვევებში, მანავის, ალექსანდრე ამილახვარის, ჩოლოყაშვილის, ორთაჭალის ტურფის მიმდებარედ, ლერწმის ქუჩის მიმდებარედ, ჩოლოყაშვილის (ახლ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის დასაწყისი) ქუჩის მიმდებარედ – მტკვრის სანაპიროზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – შპს ,,ძველი უბანი 2”-ს, შპს ,,ლიონს”-ს,  რესტორან ,,ასტორია“-ს, ბაგა-ბაღი # 215-ს, შპს ,,თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს“, შპს,,მონიო”-ს, ისანი-სამგორის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს.  ასევე გაზმომარაგება შეუწყდათ - დოდაშვილის მოედანზე მდებარე გაზგასამართ სადგურ ,,ვისოლს”, ნავთლუღის ქუჩაზე - ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას,  პოლიციის შენობას, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – საცურაოაუზს ,,ოლიმპი” - შპს ,,მონიო”-ს,  ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს,  ჩოლოყაშვილის ქ. 48-ში - ,,ფრესკო შოპინგ ცენტრს”, შპს ,,ჯნეს 777” – რესტორანი ,,Aასტორია”, #215 საბავშვო ბაგა-ბაღს,  საექიმოს ქუჩაზე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი მოლს, სუპერმარკეტ ,,კარფურს” (შპს ,,ქროსი 2”),             ქ. წამებულის გამზ. 69-ში - სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსს”, ნავთლუღის   ქ. 11-13-ში – შპს ,,ავერსის კლინიკა”-ს, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ,,ინტელექტს”, დოდაშვილის ქუჩაზე – საკონდიტრო,,ნარცისს”, ბაღდადის ქუჩაზე – შპს ,,რივერ ჰოლ თბილს”, ი/მ ელიზა კაპანაძეს და ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ-კომუნალურ ობიექტებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 3 აპრილის 10.00 სთ-დან და  დასრულდება 21.00 საათზე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები