დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ისწავლე და დასაქმდის“ პროგრამით 5000-ზე მეტი კურსდამთავრებული დასაქმდა - კახა კალაძე

„ისწავლე და დასაქმდის“ პროგრამით 5000-ზე მეტი კურსდამთავრებული დასაქმდა - კახა კალაძე

2023-05-01 12:56:05

ორი სასწავლებელი დაემატა. მათგან ერთ-ერთს - „სქილვილ აკადემიას“ დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესტუმრა და პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

„ისწავლე და დასაქმდი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს. მეორე მხარეს არის ბიზნესი, ვინც ეძებს კვალიფიციურ, გამოცდილ კადრებს. ამ პროგრამით გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესი პროფესიონალები და პარალელურად, ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას, რადგან სრული სურათი გვაქვს, რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს და რა მიმართულებით ეძებს კადრებს.

პროგრამაში ექვსი კოლეჯია ჩართული სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ვართ „სქილვილ  აკადემიაში“, რომელიც IT ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. აკადემიაში 400-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც მისასალმებელია. ეს არის მიმართულება, რომელსაც ასაკი არ გააჩნია და ყველა თაობის ადამიანს შეუძლია მონაწილეობა. კურსების ორი ვარიანტია  - შვიდთვიანი და სამთვიანი. მონაწილეები სრულად შეძლებენ აღნიშნულ პროგრამაში გადამზადებას და ხელი შეეწყობა მათ დასაქმებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამა    „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა და მისი მიზანია სამსახურის მაძიებელი, თბილისში რეგისტრირებული  მოთხოვნად  პროფესიებში მომზადება/გადამზადება  და დასაქმების ხელშეწყობა.

2018 – 2022   წლებში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 6500-მდე მოქალაქემ და მათგან  დასაქმებულია 5000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

მიმდინარე წელს პროგრამაში წარმოდგენილია 50-მდე პროფესიული სპეციალობა, რომელშიც 3000-მდე მოქალაქე გადამზადდება. 2023-2025 წლებში  დაგეგმილია ჯამში 10 000 მოქალაქის ჩართვა.

 

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები