დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
IV კვარტალში საშუალო ხელფასმა 1 773.7 ლარი შეადგინა

IV კვარტალში საშუალო ხელფასმა 1 773.7 ლარი შეადგინა

2023-03-17 11:05:16

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. 

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით);

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით);

• მშენებლობა - 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით).

2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 123.2 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2022 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2022 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები