დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
jobs.ge-ზე ბოლო 6 თვეში, ყველაზე მეტი ვაკანსია ფინანსები/სტატისტიკის კატეგორიაში გამოქვეყნდა

jobs.ge-ზე ბოლო 6 თვეში, ყველაზე მეტი ვაკანსია ფინანსები/სტატისტიკის კატეგორიაში გამოქვეყნდა

2023-03-23 13:05:29

„2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, 7,065 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40.6%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 192.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი, რომლიც jobs.ge-თან თანამშრომლობით მომზადდა. 

„2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, 11,152 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.6%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 178.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, 8,975 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 179.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები