დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
100-მდე დასახლების პროდუქციას ვაწარმოებთ, ექსპორტისთვის შუა აზიის ბაზარს განვიხილავთ - „გრაფიტი“

100-მდე დასახლების პროდუქციას ვაწარმოებთ, ექსპორტისთვის შუა აზიის ბაზარს განვიხილავთ - „გრაფიტი“

16-09-2024 10:00:00

საღებავების მწარმოებელი Graffiti • გრაფიტი ასორტიმენტს აფართოებს და თვის ბოლომდე ბაზარზე გზის მარკირების საღებავს გამოტანას აპირებს. როგორც Business Insider Georgia-სთან მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა აბუთიძემ განაცხადა, გზის საღებავების წარმოება უკვე დაწყებულია და სარეალიზაციო ქსელი უკვე თვის ბოლოდან გამოჩნდება. 

საღებავების საწარმო გრაფიტის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, რომელიც  უმაღლესი ხარისხის საღებავებს აწარმოებს და პროდუქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ყიდის. საწარმოს მშენებლობა ინვესტორს 2 მლნ დოლარი დაუჯდა.

„საწარმო ერთი წელია რაც გაიხსნა და დღეისათვის 100-მდე დასახლების პროდუქციას ვაწარმოებთ. გრაფიტის პროდუქცია იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეალიზაციას ვახდენთ საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, რომლებიც ჩვენს პროდუქციას თბილისის გარდა რეგიონებსაც აწვდის. ჩვენ ასევე საკუთარი მაღაზია გაქვს „ელიავას ბაზრობაზე“, - აღნიშნა ხათუნა აბუთიძე.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გრაფიტის გაყიდვები მზარდია და თუ ერთი წლის უკან კომპანიას არავინ არ იცნობდა, ახლა უკვე იცნობენ და ენდობიან. დღეისათვის გრაფიტი აწარმოებს ინტერიერის საღებავებს, ფასადის საღებავებს, აუზის საღებავებს, რკინის ანტიკოროზიულ საღებავს, ჰიდროიზოლაციას, სხვადასხვა სახის ლაქებს და დამხმარე საშუალებებს და ასევე დასამუშავებელ საშუალებებს.

„ჩვენი პროდუქცია გათვლილია, როგორც ეკონომ ისე პრემიუმ სეგმენტზე და შესაბამისად გრაფიტის პროდუქცია ყველა სეგმენტს მოიცავს. პროდუქციის რეალიზაციას საკმაოდ მისაღები ფასებით ვახდენთ და ამ მხრივ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენი ფასები იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალია, თუმცა ხარისხით გრაფიტის მიერ წარმოებულ პროდუქცია იმპორტირებულს არ ჩამოუვარდება“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრაფიტი ექსპორტზე გასვლას 2025 წლიდან განიხილავს. წინასწარი მონაცემებით ექსპორტი ამიერკავკასიასა და შუა აზიაში განხორციელდება. 

საწარმო აშენებულია სამშენებლო კომპანია ,,ელემენტი’’-ს მიერ, რომლის საქმიანობაც ხარისხის უზრუნველსაყოფად ISO 9001-ით დაწესებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს ემსახურება. 

„გამომდინარე იქიდან, რომ გრაფიტის საღებავების წარმოება სრულად საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ქმნის უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, კომპანიამ ,,აწარმოე საქართველოს’’ პროგრამის ფარგლებშიც დიდ წარმატებას მიაღწია და დაფინანსებაც მოიპოვა.

2022 წლიდან დღემდე კი, პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად ერთგულად ვაგრძელებთ ხარისხზე ორიენტირებული ქართული პროდუქტის წარმოებას, რომელიც ევროპულ ბაზარზე არსებულ სტანდარტებს უტოლდება და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს, უმაღლეს ხარისხს, გამორჩეულ სერვისსა და საუკეთესო ფასებს სთავაზობს“, - აღნიშნულია გრაფიტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები