საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.
მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ - მესტიაში,ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულშიშემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.
აღწერის საველე სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ადგილზე დაესწრო. მისი თქმით, „იმ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ტარდება საველე სამუშაოები შეუფერხებლად და დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს“.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საქსტატის 120-მდე ინტერვიუერი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გამოკითხავს.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.
უახლესი
3 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან