დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს დავიწყებთ „ჯარის ქალაქის“ ანალოგიური პროექტის მშენებლობას - მინისტრი

2024 წელს დავიწყებთ „ჯარის ქალაქის“ ანალოგიური პროექტის მშენებლობას - მინისტრი

09-10-2023 12:27:42

მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, დასრულდა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს ამ პროექტში. ჩვენ 2020 წელს ირაკლი ღარიიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და ძალისხმევა არ დავიშურეთ. ვიმუშავეთ მაქსიმალურად ობიექტური და მაქსიმალურად სამართლიანი ყოფილიყო და ჩვენ ასევე პრემიერის დაპირებით 2024 წელს, მომავალ წელს დავიწყებთ ანალოგიური პროექტის მშენებლობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იქნება გარანტირებული ჩვენი მომავალი სამხედროებისთვისაც. მინდა ყველას კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, რომ ხართ პროექტის მონაწილეები“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა საცხოვრებელი ფართის შეძენა, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ.

„ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები