დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 51%-ს 5G ინტერნეტთან წვდომა ექნება - გაერო

2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 51%-ს 5G ინტერნეტთან წვდომა ექნება - გაერო

29-11-2024 17:30:00

2024 წელს ინტერნეტთან პლანეტაზე 5,5 მილიარდი ადამიანი იქნება დაკავშირებული. ამის შესახებ გაეროს საინფორმაციო სამსახური საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„განახლებული მაჩვენებლებით, 2024 წელს 5,5 მილიარდი ადამიანი იქნება ინტერნეტთან დაკავშირებული, რაც 227 მილიონით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამავდროულად, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ყველას არ აქვს შესაძლებლობა მსოფლიო ქსელი გამოიყენონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ITU-ს გენერალურმა მდივანმა დორინ ბოგდან-მარტინმა ისაუბრა „ორ ციფრულ რეალობაზე მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში“.

”ყველაზე დაუცველ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაციის, განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა,” - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ორგანიზაციის შეფასებით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ინტერნეტით სარგებლობს მოსახლეობის 93%, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მხოლოდ 27%.

„გამოწვევები რჩება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც […] მოსახლეობის მხოლოდ 35%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა, და განვითარებად და ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებში ინტერნეტთან 39% არის დაკავშირებული. საერთო ჯამში, 2024 წელს დაახლოებით 2,6 მილიარდ ადამიანს არ ექნება წვდომა ინტერნეტზე, რაც წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 32%-ს“, - წერს გაერო.

სქესის მიხედვით სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: მამაკაცების 70%-ი ინტერნეტით სარგებლობს, ქალებისთვის ეს მაჩვენებელი 65%-ია.

„2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 51% დაფარული იქნება 5G კომუნიკაციებით, მაშინ როცა მნიშვნელოვანი განსხვავებებია მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის: შესაბამისად 84%-ს და 4%-ს ექნება წვდომა 5G ინტერნეტზე“, - აღნიშნა გაერომ.

5G

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 კვირაში

Kairos Logistics

1 დღეში

HSC Group Hospitality

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები