მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ”- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელი მიღწევებითა და შედეგებით გამორჩეული იყო.
„წელს გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი, გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, წნორის შემოვლითი 18 კმ-იანი, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი და ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზები. საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ, რომელიც უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოს საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება და დღეისათვის, ქვეყნის ტეროტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. გრძელდება მაგისტრალის ახალი მონაკვეთების განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, გზების რეაბილიტაციის 149 პროექტის ფარგლებში, 1100 კმ გზაზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც წლის ბოლომდე, 101 პროექტის ფარგლებში, დასრულდება 450 კმ გზის რეაბილიტაცია.
„ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის განუყოფელი ნაწილია და მისი საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით განვითარება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამასთან, მასშტაბითა და საინჟინრო სირთულით უპრეცედენტო პროექტების განხორციელებით, ხელს ვუწყობთ საგზაო მშენებლობის დარგის განვითარებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ დარგის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ მრავალ პროფესიულ წარმატებას”- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
უახლესი
2 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო4 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია