დღეს გავხსენით ორი რესტორანი და ამ კუთხით, ჩვენი მიდგომის პრინციპი უფრო გაძლიერდება. 2025 წელს ერთდროულად 5 რესტორანს გავხსნით, - ამის შესახებ მედიას რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი საქართველოს" მფლობელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.
„ეს იქნება სერიოზული შეტევა და არ იქნება თანმიმდევრული გახსნები. გავაუმჯობესებთ საქართველოს ეკონომიკას“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ
საქართველოში „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის მფლობელმა,საზოგადოებას და ბრენდის მოყვარულებს ერთდროულად ორი რესტორნის გახსნა მიულოცა.
„ეს რესტორანი, რომლის წინაც ვდგავართ არის „რეიპროფის“ სახელობის დიზაინის, რომელიც მსოფლიო 20-ში შედის. რესტორანში 130 ადამიანი დავასაქმეთ. 23 მილიონი გვაქვს ინვესტირებული, ხოლო 9 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 26 მილიონ ლარამდე გვაქვს შეტანილი, ჰორეკა სექტორს რომ გადავხედოთ, ეს კოლოსალური თანხაა საქართველოს პირობებში“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისი შეფასებით, კომპანიას განვითარებული გვაქვს ცირკულარული ეკონომიკა და ტექნოლოგიები.
„განვითარებული გვაქვს ყველა ის ტექნოლოგია, რაც გარემოს დაცვას ხელს უწყობს. ასვე ჩართული გვაქვს ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება, რათა ადამიანები ვინც ჩვენთან მუშაობენ კომფორტულად იგრძნონ თავი. ვიღებთ სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტს საქართველოში რაც იწარმოება მაღალი ხარისხით“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
წლის ბოლომდე „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის მფლობელი, ბიუჯეტში შენატანების ზრდას 30 მილიონ ლარამდე პროგნოზირებს.
„წლის ბოლომდე ბიუჯეტში 30 მილიონი ლარი გვექნება გადახდილი. თუ გადახედავთ ჰორეკა სექტორს, მიხვდებით თუ რამხელა დიდ როლს თამაშობს ეს კომპანია საქართველოს ეკონომიკაში. როგორც დასაქმებით, ისე ახალ ტექნოლოგიების დანერგვით, ბუნებით, ცირკულარული ეკონომიკით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ახლა გვჭირდება ევროკავშირში შესვლა. ყველა პირობა შესრულებული გვაქვს ეკონომიკის, კულტურისა და ადამიანის უფლებების კუთხით“ , - აღნოშნა თემურ ჭყონიამ.
უახლესი
12 წუთის წინ
თურქეთში ინფლაცია 49,38%-მდე შემცირდა