HR hub–ის ორგანიზებით, 3 ოქტომბერს, Pullman Tbilisi Axis Towers – ში, 17:00-20:00 სთ-ზე კარიერის დადასაქმების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 კომპანია 200-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით.
კანდიდატებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები დავაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს.
ღონისძიებაზე უნიკალური შანსი გექნებათ, შეხვდეთ კარიერის კონსულტანტებს და მიიღოთ საჭირო რჩევები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, თქვენ მოისმენთ სპიკერების გამოსვლებს:
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
ღონისძიების მედია მხარდამჭერია Business Insider Georgia.
დასაქმების ფესტივალის მხარდამჭერები არიან: Geosoft, სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაოსივრცე NETWORK.
საკონტაქტო: ანა გზირიშვილი 555 36 22 63
უახლესი
3 წუთის წინ
თურქეთში ინფლაცია 49,38%-მდე შემცირდა