დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა

აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა

19-09-2024 19:01:00

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში  15000 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 142 გამარჯვებული.

დღეს გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დააჯილდოვა. 

მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები, ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები.

 

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში. სამინისტრო ასევე ატარებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში,  ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს და სპორტულ შეჯიბრს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები