პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინო „ჟუჟუნას“ ღვინოები ამ დროისთვის წარმოდგენილია პოლონეთში, ვარშავასა და კრაკოვში, ასევე ლიეტუვასა და აზერბაიჯანში.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მათე აბესაძე აცხადებს, 2024 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის და არსებული ბაზრების უფრო მეტად გაფართოებით იყვნენ დაკავებული.
„ჩვენი მიზანი 2024 წელს იყო არსებული ბაზრების მეტად ამუშავება, გაყიდვების ზრდა წარმოების დალაგება. წელს 350 ათასი ბოთლი გავყიდეთ, რაც მაღალი მაჩვენებელია“, - ამბობს მეწარმე.
რაც შეეხება სიახლეებს, კომპანია გეგმავს ახალი ალკოჰოლური ხაზის დამატებას, რომელიც სავარაუდოდ 2025 წელს ჩაეშვება.
კომპანია ამ დროისთვის 3 სახეობის ღვინოს აწარმოებს: მწვანე, ვარდისფერი და ქარვისფერი „ჟუჟუნა“. ,,ჟუჟუნა“ პირველი ქართული ნახევრად-ცქრიალა ღვინოა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია საწარმოს ფლობს კახეთში, ყურძენს პარტნიორი ფერმერებისგან ყიდულობს
უახლესი
10 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა