დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
AJet თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს

AJet თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს

18-06-2024 11:52:00

 

თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის მიმართულებით დაამატებს კვირაში 7 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 14 სიხშირით, დღეში ორჯერ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, AJet-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა 17 ივნისს მიენიჭა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები