დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

02-08-2024 12:50:00

ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი მალე მობინადრეებით შეივსება. მეტროპოლ ბაგების მშენებლობის დასრულებამდე ბოლო დეტალები რჩება. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ.

14-სართულიანი შენობა ვაკეში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა. პროექტირების ეტაპზევე გათვალისწინებული განლაგება, მზის ბუნებრივ სინათლეზე აქცენტით, მობინადრეებისთვის კიდევ ერთი უპირატესობაა. პირველ რიგში, იქმნება ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემო და ამასთანავე, მნიშვნელოვნად მცირდება ელექტროენერგიის დანახარჯები.

კომპლექსი დასკვნით ფაზაშია და ბინების ჩაბარებამდე რამდენიმე თვე რჩება.

ატო მაჩაბელი, მეტროპოლის საოპერაციო დირექტორი: მოხარულები ვართ, რომ სულ მალე ჩვენი მესაკუთრეები თავიანთ ბინებს ჩაიბარებენ. საბოლოო დასრულებამდე რამდენიმე კომპონენტი რჩება. ამ დროისათვის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის გარკვეული ნაწილი ვიტრაჟულია, რასაც შუშის ღია აივნები ემატება.

ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მალე დამთავრდება შიდა კომუნიკაციების და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟიც. ასე რომ, მობინადრეები ძალიან მალე შესახლდებიან კუთვნილ ბინებში, რომლებიც ერთად ჩავიფიქრეთ და შემდეგ რეალობად ვაქციეთ. ბინებს, დაპირებისამებრ, 2025 წლის დასაწყისში ჩავაბარებთ თეთრი კარკასის მდგომარეობით. გვეამაყება, რომ, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, მეტროპოლ ბაგებიც“ გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული მდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურით, მშენებლობის მაღალი ხარისხით და კომფორტული ბინებით. იმედი გვაქვს, ამას მალე ჩვენი მობინადრეებიც დაადასტურებენ“.

14-სართულიან შენობაში, სულ, 96 ბინაა განთავსებული. ფართი 54.2 2-ით იწყება, მაქსიმუმი 107.5 -ია,ჭერის სიმაღლე კი - 3 მ. საცხოვრებელი კორპუსის პირველი და მეორე სართული კომერციულ და საოფისე ინფრასტრუქტურას ეთმობა. მიწისქვეშ მოწყობილია თანამედროვე ავტოსადგომი. მეტროპოლ ბაგების“ მცხოვრებლები თანამედროვე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეული KONE-ს ბრენდის ლიფტით ისარგებლებენ. შენობა სრულად აღიჭურვება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის ჰოლი, დერეფნები, კიბე და კიბის უჯრედები.

მეტროპოლ ბაგები სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.

ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალების გამოყენებით, საცხოვრებელი კორპუსი საიმედო,მონლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით აშენდა. ისევე როგორც მეტროპოლის სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც  გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. სწორედ ახლა მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის ქვაბამბით დათბუნება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა, რომელიც მაქსიმალურად იცავს გარე კლიმატისაგან, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

უკვე დაწყებულია და ამ დროისათვის აქტიურად სრულდება შიდა სამუშაოებიც. შეირჩა პემზა ბლოკი, რომელიც ბინაში მეტ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. პარალელურად, შიდა კედლები პერლიტისშემცველი მასალით ილესება, რომელიც, თავის მხრივ, თბოგამტარიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მაქსიმალურად ახშობს ხმაურს.

საცხოვრებელ ფართებს მობინადრეები თეთრი კარკასის მდგომარეობით იბარებენ. ეს გულისხმობს შემდეგს: მოჭიმულ იატაკს, გალესილ კედლებს, შიდა ტიხრებს, ყინვაგამძლე კერამიკული ფილებით მოპიკეთებულ აივანს, ლითონის შესასვლელ კარს, ალუმინის ფანჯრებისა და აივნის კარების მონტაჟს, შიდა კომუნიკაციებს (ელექტროენერგია, გაზი და წყალმომარაგება).