ტურისტული კომპანია Go Tour-ი, რომელიც გამყვანი ტურიზმის მიმართულებით თურქეთის ბაზარზე აქტიურად მუშაობს ახალ მიმართულებას ამატებს და მომხმარებელს ალაჩათში მოგზაურობას სთავაზობს. როგორც ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო წიკლაური აცხადებს, იზმირსა და თბილისს პირდაპირი ავიარეისების არსებობამ ტურისტულ კომპანიას შესაძლებლობა მისცა საკმაოდ ბიუჯეტური ტურები დაეგეგმა და ალაჩათი ერთ-ერთი მათგანია.
„ალაჩათი არის დასვენებისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტი ფრენებიდან გამომდინარე. იზმირიდან 1 საათში, საკმაოდ მარტივად ხარ უკვე ამ კურორტზე. ალაჩათი არის პატარა კურორტი, საკმაოდ ლამაზი ბუნებითა და ზღვით. ალაჩათში ტურები არის საკმაოდ ბიუჯეტურიც და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ვინც კი ალაჩათის ფოტოებს ათვალიერებს ყველას უნდა იქ მოხვედრა. ალაჩათი იდეალური ადგილია საზღვაო და კულტურული ტურიზმის ჭრილშიც. მისი მდებარეობიდან გამომდინარე ბევრი მნიშვნელოვანი ადგილის ნახვაა შესაძლებელი“, - აცხადებს ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური.
ალაჩათი ძველი ბერძნული ქალაქია თურქეთის ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, იზმირთან ახლოს და ბევრ საინტერესო სანახაობას გთავაზობთ. ქალაქის ისტორიული ცენტრი სავსეა ლამაზი ვილებით და ვიწრო, კაფეებიანი ქუჩებით. მოგხიბლავთ ალაჩათის სანაპირო და სერფინგის შესაძლებლობებიც.
ალაჩათი სერფინგისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. ყოველწლიურად ალაჩათის სანაპიროს ათასობით სერფერი სტუმრობს. დამწყებიც რომ იყოთ, აქ ამ სპორტით ძალიან ისიამოვნებთ. საუკეთესო პერიოდი – მაისიდან ოქტომბრამდეა.
ალაჩათი დაკავშირებულია ჩეშმესთან, რომელიც ასევე ცნობილია საუკეთესო სასერფინგო ადგილად მსოფლიოში. აქ ამინდის შესანიშნავი პირობებია, რაც ხელს უწყობს იდეალურ სერფინგს სპორტის ამ სახეობით გატაცებული ადამიანებისთვის. ჩეშმესა და ალაჩათში ტურისტებმა უნდა იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობები სერფინგისა და კეიტსერფინგისთვის. ალაჩათში ასევე ატარებენ სპეციალურ გაკვეთილებსაც სპორტის ამ სახეობის შესასწავლად, რაც არც ისე რთულია. უნდა ვთქვათ, რომ ენერგიით სავსე დღის, სანაპიროზე ზღვის ყურებით ტკბობისა და მზის ჩასვლის შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები იქ არსებულ რესტორნებსა და კაფე-ბარებში.
უახლესი
2 საათის წინ
ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ