APM Terminals Poti მსურველებს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, APM Terminals Poti აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort!
„დაინტერესებულ პირებს პროგრამა გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას.
სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.
მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში.
საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნულია APM Terminals Poti-ს განცხადებაში.
მსურველებს განაცხადის შევსება 30 აგვისტომდე შეუძლიათ.
უახლესი
21 წუთის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს16 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა