გიზიარებთ ბლოგს: Wall Street-ის მიერ დანახულმა დადებითმა პერსპექტივამ და iPhone-ის გაყიდვებმა Apple (AAPL)-ის აქციების ფასის ზრდა განაპირობა. სამშაბათს Apple (AAPL)-მა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 6 თვის განმავლობაში 37%-იანი მატებაც დააფიქსირა.
Apple (AAPL)-ის აქციების ფასმა $237,49-იან ნიშნულზე ავიდა და ივლისის თვის საკუთარ რეკორდს ($237,23) გადააჭარბა.
აღნიშნულმა ზრდამ Apple (AAPL)-ს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კომპანიის პოზიციის შენარჩუნებაში შეუწყო ხელი და ამ მხრივ, Nvidia (NVDA)-საც გადაუსწრო, რომელიც იქამდე კვირის ლიდერობას არ თმობდა.
Morgan Stanley-ს, Bernstein-ისა და Evercore ISI-ის ანალიტიკოსებმა Apple (AAPL)-ის აქციებზე ყიდვის რეიტინგები შეინარჩუნეს, პარალელურად კი დიდი იყო მოთხოვნა Apple (AAPL)-ის ძველ სმარტფონებსა და რასაკვირველია, ახალ მოდელზე - iPhone 16.
თუმცა, სწორედ iPhone 16-თან დაკავშირებით, გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობაც. უოლ სტრიტის ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მიწოდების მოკლე ვადა დიდი რაოდენობის iPhone-ის ხელმისაწვდომობასა და დაბალ მოთხოვნაზე მიუთითებს. ზოგი კი დარწმუნებული არ არის, დააკმაყოფილებს თუ არა ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები მოლოდინს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ Morgan Stanley-ის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, iPhone 16-ის გაშვებისთვის ამჯერად Apple (AAPL) უკეთ მოემზადა.
Apple (AAPL)-მა სამშაბათს ახალი iPad mini გამოუშვა, რომელიც Apple Intelligence ფუნქციებზე მომუშავე იქნება. როგორც ცნობილია, Apple Intelligence-ის გაშვება 28 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ძირითადი განახლებები 2025 წლის დეკემბერსა და მარტშია დაგეგმილი.
Apple (AAPL) თავისი შემოსავლის შესახებ ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოგება თითო აქციაზე შარშანდელთან შედარებით 9%-ით, $1.59-მდე გაიზრდება. რაც შეეხება აქციის ფასს, Bloomberg-ის შეფასებით, მომდევნო 12 თვეში შესაძლოა მან $245,40-ს მიაღწიოს.
Apple (AAPL)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
უახლესი
1 საათის წინ
4 მითი ფინანსური განათლების შესახებ