დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Apple-მა შესაძლოა Vision Pro-ს წარმოება შეაჩეროს - გაყიდვებმა მოლოდინი არ გაამართლა

Apple-მა შესაძლოა Vision Pro-ს წარმოება შეაჩეროს - გაყიდვებმა მოლოდინი არ გაამართლა

25-10-2024 19:00:00

2024 წლის ბოლოსთვის კომპანია Apple-მა, შესაძლოა, შერეული რეალობის სათვალის Vision Pro-ს წარმოება, მოწყობილობაზე დაბალი მოთხოვნის გამო შეწყვიტოს.

The Information-ის თანახმად, კომპანიამ ზაფხულის დასაწყისში უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა Vision Pro-ს კომპონენტების წარმოება. ამჟამად Apple-ს თავის საწყობებში საკმარისი რაოდენობის მოწყობილობა გააჩნია, რათა მომდევნო წლის განმავლობაში მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

მომწოდებლებმა 500,000-600,000 სათვალისთვის შესაბამისი კომპონენტები დაამზადეს. ზოგიერთმა ქარხანამ, Apple-ის გაყიდვების პესიმისტური პროგნოზების გამო, ნაწილების წარმოება მაისში შეწყვიტა. კომპანიის საწყობებში ჯერ კიდევ ინახება ათიათასობით გამოუყენებელი კომპონენტი.

ჩინურმა კომპანია Luxshare-მა, რომელიც Vision Pro-ს აწყობს, Apple-ისგან წარმოების შესაძლო შემცირების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო. ახლა კომპანია აწარმოებს თითქმის ათას მოწყობილობას დღეში, რაც პიკური მაჩვენებლის ნახევარია.

Apple-მა ასევე შეაჩერა მეორე თაობის Vision Pro-ს განვითარება სულ მცირე ერთი წლით. კომპანიამ ყურადღება გაამახვილა მოწყობილობის ბიუჯეტური ვერსიის შექმნაზე. 

ბაზრის ანალიტიკოსების განმარტებით, მეორე თაობის Vision Pro-ს წარმოების შეჩერების მიუხედავად, კომპანიამ შესაძლოა გამოუშვას შუალედური განახლება დიზაინის მინიმალური ცვლილებებით და ახალი პროცესორით. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას გამოიყენოს ზედმეტი კომპონენტები მიწოდების ჯაჭვიდან.

უახლესი

2 კვირაში

Kairos Logistics

1 დღეში

HSC Group Hospitality

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები