მერიოტ ბონვოი ეს არის ლოიალურობის პროგრამა, მერიოტის ქსელში შემავალი 30 ბრენდის, 8, 900 ზე მეტი სასტუმროსთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ს მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს.
სულ ახლახანს, მომხმარებლებისთვის, მეტი ბენეფიტების შესათავაზებლად, მან გაამარტივა ქულების დაგროვების პროცედურა და აპლიკაციაში მხოლოდ ბარათის მიბმით შესაძლებელი გახდა, ქულების ავტომატური დარიცხვა, ყოველი გადახდისას, მერიოტის ქსელში შემავალ ნებისმიერ რესტორანსა თუ სპაში. რაც ყველაზე მთავარია ქულების დაგროვება, სასტუმროში დარჩენის გარეშეც შესაძლებელია.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი თავისი 2 რესტორნით „ათი“ რუფტორ რესტორანი, „კრაფტ ჰაუსი“ და სპა „პაუზით“, მონაწილეობს აღნიშნულ პროგრამაში.
„ყველასათვის საყვარელი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მე-10 სართულზე მდებარე, ATI რუფტოპ რესტორანი, ეს არის თანამედროვე ქართული სამზარეულო, ბარი, ტერასა და ლაუნჯი. დახვეწილი ინტერიერი, საუკეთესო პანორამული ხედი ქალაქზე და განსაკუთრებული მომსახურეობა ზუსტად ასახავს ქართულ სტუმარმასპინძლობის კულტურას და ყოველთვის ახალი აღმოჩენაა ქართველი თუ უცხოელი სტუმრისთვის. „ათის“ კულინარიული გუნდი დაკომპელქტებულია სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებისგან - ყველა მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს ძველი ტრადიციული გემოების აღდგენასა და მათ თანამედროვე რეცეპტორებზე მორგებაზე
კრაფტ ჰაუსი - თბილისის სპორტული ბარი, ნათელი და ღია სივრცე, ლუდისა და სპორტის მოყვარულების საყვარელი შეკრების ადგილი.
პაუზა სპა 5-ვარსკვლავიანი სასტურმოს სპა მომსახურება: ღია და დახურული აუზები, ორთქლისა და ფინური საუნები, ჰამამის ოთახი, ჯაკუზი, ფიტნესდარბაზი, სახისა და სხეულის პროცედურები. ყველა პირობა უსასრულო განტვირთვისა და დასვენებისთვის.
მოახლოებული სადღესასწაულო, მერიოტ ბონვოის ლოიალურობის პროგრამასთან ერთად დამატებით სტიმულია, დააგროვო და გადაცვალო ქულები შერატონის რესტორნებსა და სპაში.
დეკემრის თვეში სასტუმრო უამრავი საინტერესო შეთავაზებას სთავაზობს მომხმარებელს - დაწყებული განსაკუთრებული მენიუთი, სპა სასაჩუქრე ვაუჩერებით თუ ათის გალა ვახშმით ახალი წლის ღამეს, შთამბეჭდავი ხედებით თბილისზე. ათიდან დანახულ საზეიმო ფეერვერკებს ხომ არაფერი შეედრება“,- აცხადებენ Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ს მარკეტინგის სამსახურში.
შეგახსნებთ რომ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ეს არის პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო რეგიონში, ძველ თბილისთან ახლოს, 1991 წლიდან - ქალაქის ღირშესანიშნაობა. სამოთხე მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტუმრისთვის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
სასტუმროს მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ახლოს როგორც ძველ თბილისთან, ასევე მხოლოდ 14 კმ-ით დაშორებული აეროპორტიდან.
დღიესათვის, სასტუმრო 220 ოთახითა და ლუქსით არის წარმოდგენილი ბაზარზე. უმეტესობა მათგანი აივნებითა და და ძველი თბილისის ხედებით.
ქალაქის ყველაზე დიდი, 2000 კვ.მ.-ზე გაშლილი საკონფერენციო დარბაზი, აღჭურვილი ყველა საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლების განმავლობაში, დაგროვილი გამოცდილების მქონე ექსპერტთა საბანკეტო გუნდით, ყოველთვის მზად არის თქვენი შეხვედრები და სოციალური შეკრებები განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციონ.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი - მსოფლიო თავშეყრის ადგილი თბილისში.