დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა

„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა

05-02-2024 14:41:00

აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისმხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო - „ვუდსის"; „თამაშობანას"; „ოდინდელი"; „კოკიტოს"; „ცაციაოსტატის"; „დინოს"; „რუსანას"; „გოგორას"; „იკო კიდსის"; „თვითის" სათამაშოები.

აწარმოე საქართველოში" და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წლებია       თანამშრომლობენ სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპერტების დახმარებით,ქართული კომპანიების მომზადებისა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით, მათ შორის, საბაზრო კავშირების გაფართოებისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით.

სათამაშოების სექტორის მხარდაჭერას სააგენტო 2018 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო კომპონენტის და ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამის საშუალებით, რაც ეხმარებაკომპანიებს ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრასა და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში.

აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერის შედეგად, მრავალმა კომპანიამ განახორციელა ბრენდინგი/რებრენდინგი, შეძლო წარმოებული პროდუქციის ლიცენზირება/სერტიფიცირება და აიმაღლა ცოდნა ექსპორტის საბაზისო საკითხებში.

GEclose2EU პროგრამის ფარგლებში, კომპანიები მონაწილეობდნენ სასწავლო ტურებში შვედეთსადა სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, სააგენტოს ინიციატივითა და USAID ის მხარდაჭერითგანხორციელებული ახალი პროგრამა უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების მიმართულებით,სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტად, სწორედ სათამაშოების სექტორია განსაზღვრული.