დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანში, ქართველი ტურისტების ვიზიტები 5,5%-ითაა გაზრდილი

აზერბაიჯანში, ქართველი ტურისტების ვიზიტები 5,5%-ითაა გაზრდილი

2023-05-24 10:00:01

აზერბაიჯანში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 5,5%-იან ზრდას აჩვენებს.

ამასთან, აზერბაიჯანში უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკაში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების სტატისტიკა პროცენტულ ჭრილში მეოთხე ადგილზეა. 

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2023 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მსოფლიოს 168 ქვეყნიდან 522,9 ათასი უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი ჩავიდა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით კი მიმდინარე მაჩვენებლები 1,6-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

ირკვევა, რომ 4 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში რუსეთიდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობა 31,7%-ითაა გაზრდილი, თურქეთიდან 20,9%-ით, ირანიდან -  8,4%-ით, საქართველოდან 5,5%-ით, ინდოეთიდან - 5%-ით, პაკისტანიდან 2,3%-ით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, 2, 2%-ით, ყაზახეთიდან 2%-ით და ასე შემდეგ. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები