აზერბაიჯანული SOCAR-ი და ყაზახური KazMunayGas-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობის ზრდის საკითხს განიხილავენ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის მედიამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ორხან ზეინალოვმა ასტანაში ვიზიტისას განუცხადა, რომელმაც ცენტრალური აზიის ენერგეტიკის მინისტრების პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მომზადებულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ პროექტი.
"დარწმუნებული ვარ, რომ დოკუმენტის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე ამაღლებას", - აღნიშნა ზეინალოვმა.
ზოგადად, აზერბაიჯანის თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ნაყოფიერად ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება განახლდა.
„ამ თანამშრომლობის დადებითი დინამიკა მომავალში შესაძლებელს ხდის ნავთობის ტრანსპორტირების დონის ამაღლებას“, - განაცხადა ზეინალოვმა.
ყაზახეთის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის პრესსამსახურის ცნობით, 2023 წელს, ერთ მილიონ ტონაზე ცოტა მეტი ყაზახური ნავთობი გაიგზავნა აქტაუს პორტიდან BTC სისტემაში. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა 700 ათას ტონაზე მეტი შეადგინა.
ერთი თვის წინ ბაქოში გაიმართა შეხვედრა KazMunayGas-ისა და SOCAR-ის ხელმძღვანელებს შორის, რომელზეც ტრანსკასპიის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა გააფორმეს ხუთწლიანი ხელშეკრულება აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტზე ნავთობის ტრანზიტის შესახებ, წლიური მოცულობით 1,5 მილიონი ტონა.
უახლესი
1 საათის წინ
ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ2 საათის წინ
ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა4 საათის წინ
TOP-5 სააფთიაქო ქსელი ბრუნვის მიხედვით - რეიტინგი