ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული თარიღია „ნეოგაზისთვის“. ყოველწლიურად, ამ დღესთან დაკავშირებით, კომპანიის ყურადღების ცენტრში საქართველოში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექცევიან.
წელს „ნეოგაზმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოფელ გუდრუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა. სკოლა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდრუხში მდებარეობს. სკოლაში მხოლოდ ოთხი მოსწავლეა.
„ნეოგაზმა“ სკოლა დაასაჩუქრა სპორტული ინვენტარით, ტენისის მაგიდითა და ფრენბურთის აღჭურვილობით, სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები, ხოლო მოსწავლეებს პერსონალური საჩუქრები გადასცა.