USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ ორგანიზებული სკოლა-ბიზნესის ფორუმი ზუგდიდში გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლებლებმა ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს 14 სხვადასხვა პროექტი გააცნეს, რომლებიც სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ისახავდნენ მიზნად.
ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა, ელენე ჩხეიძემ გახსნა. დამსწრეებს ბაზისბანკის მიერ განხორციელებული CSR აქტივობები გააცნო ზუგდიდის ფილიალის მმართველმა ირაკლი გოგიშვილმა.
წლის განმავლობაში განხორციელებული CSR აქტივობებისა და მოსწავლეთა პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის, ბაზისბანკს "სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის” ჯილდო გადაეცა.
„ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო აქტივობებში და როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების პროგრამებში. დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკის და USAID-ის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვით მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
უახლესი
2 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო4 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია