ქვეყანაში ტურიზმის დინამიკა უმეტესად აზიისა და გალფის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე შეიცვალა, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ჩიკვაიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი სასტუმრო გაიხსნა და სტუმრების გადანაწილება მოხდა, სასტუმროებში მაღალი მოთხოვნა მაინც ნარჩუნდება.
„ბევრი ახალი სასტუმროს გახსნისა და ზოგადად ბაზარზე სასტუმრო ოთახების მაღალი რაოდენობის ფონზე, მოთხოვნა მაინც საკმაოდ დიდია და შარშანდელთან შედარებით, საკმაოდ დადებითი ზრდა აღინიშნება“, - განმარტავს თათია ჩიკვაიძე.
მისივე თქმით, ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრების გახსნამ და პირდაპირი ფრენების დანიშვნამ Pullman Tbilisi Axis Towers-ის სტუმრების რაოდენობაზე დიდი გავლენა იქონია.
„2024 წლის სამი კვარტლის შიდა მონაცემების მიხედვით, საკმაოდ დადებითი ტენდენციაა ჩინეთიდან და ინდოეთიდან შემომავალ ტურ-სერიებზე. ასევე საკმაოდ მოიმატა მოთხოვნამ კორეიდან და გალფის ქვეყნებიდან.
ამავდროულად, დიდი იმედით ვუყურებთ დაგეგმილ პირდაპირი რეისებს, ახალი მიმართულებების გახსნას, რომლებიც ევროპის ქვეყნებს უფრო დიდი მასშტაბით მოიცავენ და ამ ფონზე, სწორი მარკეტინგული კამპანიებით, სასტუმროების დატვირთულობამ უნდა მოიმატოს“, - განმარტავს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ Pullman Tbilisi Axis Towers-ი ახალი წლის დღეებზე ჯავშნებს აქტიურად იღებს და როგორ თათია ჩიკვაიძე ამბობს, განსაკუთრებული მოთხოვნა მეზობელი ქვეყნებიდან შეინიშნება.
„Pullman Tbilisi Axis Towers-ში სტუმრების ძირითადი ნაკადი შემოდის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან, გალფის ქვეყნებიდან და ასევე ტაილანდიდან. მეზობელი ქვეყნებიდან მოთხოვნა საკმაოდ მზარდია ახალი წლის დღეებზე“, - აცხადებს თათია ჩიკვაიძე.
უახლესი
2 კვირაში
Kairos Logistics1 დღეში
HSC Group Hospitality18 წუთის წინ
რა ფაქტორებმა იმოქმედა ნოემბრის ინფლაციაზე