ბოლო წლებში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა დინამიურად იკლებს. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 552,848 აქტიური საგადახდო საკრედიტო ბარათი იყო, რაც თვიურ ჭრილში 1%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში კი 3%-ით.
დეკემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში აქტიური სსაგადახდო საკრედიტო ბარათებიდან VISA-ზე მთლიანი საკრედიტო ბარათების 24%-ია, ხოლო Mastercard-ზე 13%-ი.
როგორც სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 134,698 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 70,332 ბარათი.
ხოლო 552,848 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2023 წლის დეკემბერში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 1%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 2%-ით.
უახლესი
10 საათის წინ
კოკა-კოლა Unsupportable Festival - ის მხარდამჭერია11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7277 ლარი გახდა