სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო, ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა.
ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ.
ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვა თვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტეტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70 %-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა.
“საწარმოს გაჩერების მიზეზი უპირველესად არის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური ნაწილის პროტესტი. რის გამოც მაღაროების 70% გაჩერებული იყო და არ გვეძლეოდა მოპოვების შესაძლებლობა. თუ მაგალითად ადრე თვეში 90-იდან 100-ათას ტონამდე პროდუქციას ვაწარმოებდით, ამ პირობებში 30-35-ათს ტონამდე ჩამოვედით. სწორედ ამან მიგვიყვანა მთავარ პრობლემამდე. მაღაროელებს რომლებიც შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ მუშაობდნენ, ხელფასის 100%-ს ვუხდიდით. პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმობდით შუქრუთის მოსახლეობასთან, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. გარდა ამისა მსოფლიო ბაზარზე ფასის კლების ტენდენციაა, თუ მაგალითად ივლისში ტონა პროცენტის ღირებულება 5,5 აშშ დოლარი იყო, ამ დროისთვის ის 3,5-ზე ჩამოვიდა. მოთხოვნა შემცირებულია როგორც მანგანუმზე ასევე ფეროშენადნობებზე. შექმნილი მძიმე ფინანსური კრზისის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიაში საწარმოო პროცესი სრულად შეგვეჩერებინა და თანამშრომლები გადაგვეყვანა 60 %-იან ანაზღაურებაზე,” განაცხადა “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” დირექტორმა მაქსიმ მაზურენკომ.
აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს.
შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება.
მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
უახლესი
3 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი3 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept22 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს