„მეღვინეობა იყალთოს“ წარმოების დირექტორმა გიორგი გიორგობიანმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ ოქტომბერში ჩინეთში ღვინის პირველ პარტიას გადაზიდავს.
კომპანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით ჩინეთში სასურსათო პროდუქციის გამოფენაში მონაწილეობდა, საიდანაც ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
„გვაქვს მოლაპარაკებები ორ პოტენციურ პარტნიორთან და იგეგმება ჩინეთის ბაზარზე ღვინის პირველი პარტიის, ერთი კონტეინერის გადატვირთვა, ხოლო მეორე კომპანიასთან ასორტიმენტს ვათანხმებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება და ამ ბაზარზე ექსპორტზე პროდუქციის უფრო მეტ მოცულობას გავიტანთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კომპანია ყოველ წელს ზრდის წარმადობას და „მეღვინეობა იყალთოს“ პროდუქცია სრულად ექსპორტზე აშშ-ში, ყაზახეთში, გერმანიასა და პოლონეთში იყიდება.
„ჩვენ ვაწარმოებთ 18 დასახელების ღვინოს, რომელიც პრემიუმ სეგმენტის პროდუქტია და ფასი თაროზე 15-დან 25 დოლარამდეა.
კომპანია ვენახებს ფლობს იყალთოსა და რუისპირში, ხოლო მეღვინეობა აეროპორტ „მიმინოს“ მიმდებარედაა. კომპანიას აქვს ღვინის წარმოების სრული ციკლი: წარმოება, გადამუშავება და ღვინის ჩამოსხმა“, - აცხადებს გიორგი გიორგობიანი .
კომპანია, სამომავლოდ გეგმავს ექსპორტს ნიდერლანდებსა და ბელგიაში.
„მეღვინეობა იყალთო“ ადგილობრივ ბაზაზე 2018 წლიდან ოპერირებს.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა