იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს 0.5 ლ ბოთლების ლიმიტირებულ წარმოებასთან დაკავშირებით, კომპანიასა და SSC Napoli-ს შორის შეთანხმება შედგა.
„აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებული გამოშვების, 500 მლ ბოთლები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე და არის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდაჭერის პროექტის ნაწილი, რომელიც გაიმართება წელს საქართველოსა და რუმინეთში.
ეს არის კლუბის SSC Napoli-ის და კომპანია Coca-Cola-ს პარტნიორობის და მეგობრობის შემდგომი (რიგით მეორე) დადასტურება, რომელიც გასული წლიდან კლუბ SSC Napoli-ს გლობალური პარტნიორია“, - წერს იტალიური მედია.
კვარაცხელიას გამოსახულება „კოკა-კოლას“ პროდუქციაზე, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ იყო, მაისში გამოჩნდა. „კოკა-კოლა" კი საქართველოსა და რუმინეთში ამ ზაფხულს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.
რის შემდეგაც „ნაპოლის“ „კოკა-კოლასა" და ხვიჩა კვარაცხელიას შორის შესაძლო სარეკლამო გარიგების თაობაზე კითხვები გაუჩნდა, და უალკოჰოლო სასმელების ამერიკულ გიგანტის მარკეტინგისა და რეკლამის სამსახურთან ამ საკითხის გარკვევა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს Napoli ფლობს.
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება