კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა" საქართველოს „საარჩევნოკოდექსის" დამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმიშეუდგინა.
ComCom-ში მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შემოვიდა „ფორმულას" წერილიპოლიტიკური გაერთიანების - „გახარია საქართველოსთვის" კვალიფიციური საარჩევნოსუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის"თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტადაღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,კანონით დადგენილი პირობებით, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი, ანარჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ერთი საზოგადოებრივი აზრისკვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით.ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია გადაამოწმოს, რომ კვლევა ჩატარებულია„საქართველოს საარჩევნო კოდექსის" შესაბამისად. წერილში ტელეკომპანია„ფორმულას" გამოგზავნილი ჰქონდა კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის" მიერმიმდინარე წელს ჩატარებული 5 კვლევის შედეგი, რომლითაც პოლიტიკურგაერთიანებას „გახარია საქართველოსთვის" 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.
მაუწყებელს კომისიისთვის არ წარმოუდგენია შესაბამისი ინფორმაცია დადოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მან შეისწავლა ან გადაამოწმასაზოგადოებრივი აზრის კვლევა და დარწმუნდა, რომ ის აკმაყოფილებდა კანონითდადგენილ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომმაუწყებელმა საარჩევნო სუბიექტს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსიკანონდარღვევით მიანიჭა, რითიც დაარღვია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი".შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ComCom-მა მაუწყებელისამართალდამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმიშეუდგინა.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47,09%-მდე შემცირდა6 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა