კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველისა" და „ფორმულას" წინააღმდეგ პოლიტიკურიგაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი დააკმაყოფილა დატელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება "ქართული ოცნების" მიერწარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მაუწყებლებმა ეთერიდან ამოიღეს.
თავდაპირველად ტელევიზიებმა ვიდეო-რგოლი ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივემაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით ბადიდან ამოიღო.ტელეკომპანიებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელებისაკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ წესებს.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია,რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდებაძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკურიგაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არარღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ ის ეთერშიგანეთავსებინათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკურირეკლამის განუთავსებლობისთვის „ტელეკომპანია პირველისა" და „ფორმულას" მიმართ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო.
უახლესი
2 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს18 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა