დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეპოზიტების დინამიკური ზრდა, ქვეყანაში ბიზნესაქტივობის მყარ, პოზიტიურ და ობიექტურ საფუძველს ქმნის - სოსო არჩვაძე

დეპოზიტების დინამიკური ზრდა, ქვეყანაში ბიზნესაქტივობის მყარ, პოზიტიურ და ობიექტურ საფუძველს ქმნის - სოსო არჩვაძე

18-06-2024 15:51:00

საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება ვლინდება როგორც დასაქმების გაუმჯობესებასა და უმუშევრობის შემცირებაში ისე მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდაში, - ამის შესახებ ეკონომისტი სოსო არჩვაძე Facebook-ზე წერს.

„მარტო 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი რეალურ განზომილებაში 12-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა. ამგვარი ზრდა თავის გამოხატულებას პოულობს როგორც მიმდინარე მოხმარების ზრდაში, ისე გადავადებული მოხმარების, ანუ ყველაფერს თუ თავის სახელს დავარქმევთ, მოსახლეობის საინვესტიციო რესურსის - დეპოზიტების ზრდაშიც. ამის დასტურია საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების საგრძნობი მატება (მაისში - 18 პროცენტით, მათ შორის შინამეურნეობის დეპოზიტები ლარებში - 33 პროცენტით); უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციების შემცირების ფონზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის რესურსის სულ უფრო დიდი წილი ენდოგენურ, ქვეყნის შიდა ფაქტორებს ეფუძნება. ამასვე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 50 პროცენტზე დაბალია“,- წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დეპოზიტების დინამიკური ზრდა ბიზნესის დაკრედიტების ასევე მასშტაბური ზრდის პარალელურად (მაისში: +19%) ქმნის მყარ პოზიტიურ და ობიექტურ საფუძველს ქვეყანაში ბიზნეს-აქტიურობის, სამეწარმეო ძალისხმევისა და საბოლოო ჯამში, ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ამჟამად აღებული, გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი, დინამიკური ტემპის შენარჩუნებისათვის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები