დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
მიმდინარე წელს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ორჯერ იანვარსა და მარტში შეიკრიბა. წლის დასაწყისში განაკვეთი 9%-ს შეადგენდა.
უახლესი
2 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს17 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა